მოტოროლას რადიოსადგურები MOTOTRBO
1996 წელს, კომპანია - ”მობილფონი” მოტოროლას ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა.
მას შემდეგ კომპანიამ უამრავი სიახლე დანერგა, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანია ანალოგური სისტემებიდან - ციფრულ სისტემებზე გადასვლა.
2007 წელს, კომპანია მოტოროლამ, განაცხადა ახალი, ციფრული რაციების სერიის შესახებ, ეს გახლდათ MOTOTRBO. სისტემა მოიცავს, როგორც საავტომობილო, ისე ხელის რადიოსადგურებს და რათქმაუნდა ციფრულ რეტრანსლატორს (ე.წ. რეპიტერი) ახალ სისტემას მკვეთრად გაუმჯობესებული მახასიათებლები აქვს.
ციფრული სისტემების უპირატესობა მაშინვე ცხადი ხდება, როგორც კი ერთხელ მაინც გადასცემთ მონაცემებს მისი მეშვეობით.
მოტოროლამ ახალ MOTOTRBO სერიაში შემდეგი უპირატესობები აღნიშნა:
|
- გაუმჯობესებული ხმოვანი კავშირი - ალბათ ყველაზე მნიშნელოვანი თვისება რაციებისთვის ეს ხმოვანი სიგნალის სიწმინდეა, მხოლოდ მოტოროლას ციფრულმა სერიამ შეძლო ახალი, ხმაურისგან დაცვის ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ახალ სერიას სხვა კონკურენტ კომპანიებთან შედარებით.
- ელემენტების გაზრდილი სიცოცხლისუნარიანობა - ახალი, ციფრული სერია 40% მეტ ხანს ძლებს დატენვებს შორის, ვიდრე ტიპიური ანალოგური სერიები. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.
- TDMA ტექნოლოგია - იყენებს რა რევოლუციურ ტექნოლოგიებს, ციფრული რაციები აორმაგებენ გამოძახების შესაძლებლობებს, ახლა შესაძლებელია ორჯერ მეტი გამოძახების გადაცემა, ვიდრე ჩვეულებრივი სისტემების დროს და ამას 1 რეტრანსლიატორიც ყოფნის რაც ამცირებს თქვენს დანახარჯებს.
- გაორმაგებული მოხმარებლების რაოდენობა - ერთი და იგივე ლიცენზირებულ სიხშირეზე, ახლა ორჯერ მეტი მომხმარებელი ეტევა
- ინტეგრირებული მონაცემთა გადაცემა - ახალი სერიის შესაბამის რაციებს, გააჩნიათ ჩაშენებული GPS მოდემი, დამატებითი პროგრამის შეძენის შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ თქვენი თანამშრომლების მოქმედებებს და ადგილსამყოფელს რუკაზე, პირდაპირ თქვენი კომპიუტერის ეკრანზე.
- ადვილი მიგრაცია - სისტემა MOTOTRBO მუშაობს, როგორც ანალოგურ ისე ციფრულ სისტემებში.
- სტანდარტები - ახალი ციფრული სერია შეესაბამება აშშ სამხედრო სტანდარტებს 810 C, D, E, და F. ასევე IP57
|
- ანალოგური სისტემები ხომ მშვენივრად მუშაობს, რატომ უნდა გადავერთოთ ციფრულ სერიაზე? - ძველ, ანალოგური სისტემებს გააჩნიათ ცხადი უპირატესობა, როდესაც საქმე მიდგება საერთო ფლობის ღირებულებაზე, მაგრამ ამ სისტემებმა თითქმის ამოწურეს საკუთარი შესაძლებლობები, რადგან მათი ელემენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია და არც ხმოვანი სიგნალის გადაცემის სიწმინდით გამოირჩევა. გარდა ამისა მათ არ გააჩნიათ მონაცემთა გადაცემის ინტეგრირებული მოდულები, ხოლო სიხშირული სპექტრი თითქმის ყოველთვის გადატვირთულია მომხმარებლებით, ახალი ციფრული სერია გადაწყვეტილებაა იმათთვის, ვისაც სურს სუფთა, სანდო, სისტემური გადაწყვეტა. |
|
|
|